LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყნები (ინფოგრაფიკა)

455
scale-1200 (2)

ისლანდია ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა. ეკონომიკის ინსტიტუტმა „მშვიდობის გლობალური ინდექსი“ გამოთვალა და დაადგინა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მშვიდობიანობის მაჩვენებელი პირველად გაიზარდა. გამოკვლეული 163 ქვეყნიდან 86-ში მდგომარეობა გაუმჯობესდა, 76-ში კი გაუარესდა.

მშვიდობიანობის ინდექსი 1-დან 5 ქულამდე ფასდება და სამ პარამეტრს ითვალისწინებს: დაცულობის დონეს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და საერთაშორისო კონფლიქტებში ქვეყნის ჩართულობას.

როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ისლანდიაა. ლიდერთა ათეულში ახალი ზელანდია, პორტუგალია, ავსტრია, დანია, კანადა, სინგაპური, სლოვენია, იაპონია და ჩეხეთიც მოხვდნენ.

რეიტინგის ბოლოში მოექცა ავღანეთი და ის სირიასთან, სამხრეთ სუდანთან და იემენთან ერთად მშვიდობიან ქვეყნად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები