LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი აეროპორტები

1365
airportbeauty

სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნამდე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი და ლამაზი აეროპორტის ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას, შეგიძლიათ მსოფლიოს სხვა  აეროპორტები მოინახულეთ, რომლებიც უკვე იქცნენ თანამედროვე არქიტექტურის შედევრებად.

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი – სტამბოლის ახალი, რიგით მესამე აეროპორტს, რომელიც სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტის ტიტულზე, ზოგი ეგზოტიკურ ყვავილს ადარებს, ზოგი კი, მოდერნისტული ხელოვნების ორიგინალურ სკულპტურას.

მარაკეშის საერთაშორისო აეროპორტი Menara – როგორც ჩანს, მარაკეშის აეროპორტის არქიტექტურა მაროკოსთვის ჩვეულმა მზიანმა კლიმატმა განსაზღვრა – თანამედროვე დიზაინი, ქათქათა თეთრი ფერი და ორნამენტები, რომლებიც მზის სხივების წყალობით ერთგვარ ჩუქურთმას ქმნიან შენობის კედლებზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ხასხასა ლურჯი ცის ფონზეა.

საერთაშორისო აეროპორტი Carrasco ურუგვაიში – მონტევიდეოსთან ახლოს მოთავსებული აეროპორტი, რომელიც უცხოპლანეტურ მფრინავ თეფშს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ შენობას, თანამედროვე არქიტექტურის მართლაც საუკეთესო ნიმუშია.

ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი აზერბეიჯანში – ბაქოს გარეუბანში აშენებული აეროპორტის ექსტერიერი ტალღას, ინტერიერი კი, „თოჯინის სახლს“ ჰგავს, რადგან შენობაში მოფუსფუსე ადამიანები მართლაც მექანიკური თოჯინების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

დენვერის საერთაშორისო აეროპორტი – ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აეროპორტს, რომელიც შორიდან ალპების პატარა სოფელს, ახლოდან კი, სამეცნიერო კვლევით ცენტრს ჰგავს, ბევრი მისტიკურ ადგილად მიიჩნვეს, რადგან ამბობენ, თითქოს აეროპორტში მასონთა ორდენის საიდუმლო შტაბ-ბინაა მოწყობილი.

ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი სინგაპურში – ეგზოტიკური მცენარეების გიგანტურ სათბურს დამსგავსებულმა აეროპორტმა უკვე დაიმსახურა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის ტიტული, როცა მოგზაურებს არა მხოლოდ კრეატიული და პრაქტიკული გადაწყვეტილებები შესთავაზა, არამედ, 40-მეტრიანი შადრევნითაც გააოცა.