LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს წამყვანი სპორტული ბრენდები ერთ სივრცეში – „ტოპსპორტი“ საქართველოში ქსელს აფართოებს

1508
76602148-2400554650196489-2873587889894064128-o

მულტიბრენდული მაღაზია „ტოპსპორტი“ საქართველოში ქსელს აფართოებს. ბათუმში გახსნილი პირველი ფილიალის შემდეგ, კომპანიას კიდევ 3 მაღაზია დაემატა, ამჯერად უკვე დედაქალაქში. რითი განსხვავდება „ტოპსპორტი“ ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიებისგან და რა სამომავლო გეგმები აქვს, თემაზე „ფორტუნა“ კომპანიის მენეჯმენტს ესაუბრა.

წელს პირველად საქართველოში გაიხსნა მულტიბრენდული მაღაზია „ტოპსპორტი“, რომელიც ერთ სივრცეში მოიცავს მსოფლიოს წამყვან ისეთ სპორტულ ბრენდებს, როგორებიცაა: „ნაიკი“, „ადიდასი“, „პუმა“, „რიბიკო“, „ანდერ არმორი“ და კიდევ სხვა ბევრი… პირველი “ტოპსპორტი”  გაიხსნა ქალაქ ბათუმში. ამის შემდეგ კი მომხმარებლის მოთხოვნით, დაგვემატა სამი ფილიალი ქალაქ თბილისში. ჯამში, ჩვენი ბრენდები აერთიანებს 250 თანამშრომელს. ყველაზე მასშტაბური ფილიალი გვაქვს თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ-ფოინთ“-ში, რომელიც განთავსებულია 2000 კვადრატულ მეტრზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ეს არის საქართველოში უნიკალური შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გარდა სამოსისა და ფეხსაცმლისა, ერთ სივრცეში შეიძინოს  სპორტული აქსესუარები, რაც გულისხმობს ტრენაჟორებს, ტენისის მაგიდებს, ველოსიპედებს და კიდევ სხვა მრავალ საინტერესო ნივთს.

„თინეიჯერებსა და ბავშვებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებას. ჩვენს მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე თანამედროვე, განსხვავებული და ლიმიტირებული კოლექციის: სკეიდბორდები და გოგროლაჭები, ე.წ „როლიკები“. ასევე „ტოპსპორტის” „ისთ-ფოინთის“ ფილიალში,  მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატები. კერძოდ, “ვეიდერის” პროდუქცია.  „ვეიდერი“ გახლავთ მსოფლიოში ყველაზე ძველი კომპანია, რომელიც აწარმოებს პროტეინებსა და სხვა საკვებ დანამატებს. მას აქვს ბაზარზე მუშაობის 83 წლიანი გამოცდილება და არის უპირობო ლიდერი. გვსურს ასევე თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ბრენდზე, რომელიც გვამარაგებს ტრენაჟორებით და კრივის  აქსესუარებით. „ტურექსი“- ეს არის იტალიური ბრენდი, რომელიც მომხამრებელს ანებივრებს მაღალი ხარისხით და კონკურენტული ფასით,“- განმარტავენ „ტოპსპორტში“.

რაც შეეხება იმას, თუ რითი განსხვავდება „ტოპსპორტი“ ბაზარზე არსებული კონკურენტი მაღაზიებისგან, კომპანიაში ამბობენ, რომ „ტოპსპორტს” ქართულ ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს.

„ჩვენ ერთ სივრცეში თავი მოვუყარეთ მსოფლიოს წამყვან სპორტულ ბრენდებს, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას ამავე სივრცეში უწევენ. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ადგილზე შეადაროს ერთმანეთს როგორც ხარისხი, აგრეთვე ასორტიმენტი და ფასი. ჩვენს გუნდს აქვს 20 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში მუშაობის. შესაბამისად, გვაქვს უმაღლესი ხარისხის მომსახურება და კონკურენტული ფასები, როგორც სპორტულ სამოსსა და ფეხსაცმელზე, აგრეთვე ტრენაჟორებსა და სხვა აქსესუარებზე“, – განმარტავენ „ტოპსპორტში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ გაფართოებას კიდევ გეგმავს, განიხილება ფილიალების გახსნა რეგიონებშიც. ასე რომ, „ტოპსპორტი“ მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე „ტოპსპორტი“ 4 ფილიალს აერთიანებს, რომლებიც მდებარეობს: ბათუმში სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითი“-ში, თბილისში კი შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: „გალერია თბილისი“, „ისთ-ფოინთი“ და „სითი მოლი საბურთალოზე“.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები