LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში 2 ქართული უმაღლესი სასწავლებელი მოხვდა

627
tsuiliauni-2019-08-06-zVWsBFyeDfpV

CWUR-მა მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტიგი – World University Rankings 2019-2020 გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 2000 უმაღლეს სასწავლებელს შორის, თსუ – 1073-ე, ხოლო ილიაუნი 1549-ე ადგილს იკავებენ.

უნივერსიტეტების ტოპ-ათეულს, ასე გამოიყურება:

1. ჰარვარდი;

2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;

3. სტენფორდის უნივერსიტეტი;

4. კემბრიჯი;

5. ოქსფორდი;

6. კოლუმბიის უნივერსიტეტი;

7. პრინსტონის უნივერსიტეტი;

8. ბერკლი;

9. პენსილვანიის უნივერსიტეტი;

10. ჩიკაგოს უნივერსიტეტი.