LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბრენდ ამბასადორები გვეყოლება – „ქართველის“ მასშტაბური გეგმები

240
11 პატერნი

Kart-Valley (ქართ-ველი)  – ამ სახელწოდებით ბაზარზე პირველი ქართული პლატფორმა საქმიანობს, რომელიც სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის ბრენდინგის მიმართულებებს აერთიანებს. მისი მიზანია მოახდინოს ქვეყნის როგორც მნიშვნელოვანი ლოკაციების ბრენდინგი, ასევე მთლიანად საქართველოს ეროვნული იმიჯის და რეპუტაციის  ფორმირება.

Kart-Valley-ის (ქართ-ველის) საქმიანობასა და მის სამომავლო გეგმებზე „ფორტუნა“ აღნიშნული კორპორაციის დამფუძნებელსა და დირექტორს, გიორგი თაქთაქიშვილს ესაუბრა.

როგორც თაქთაქიშვილი ამბობს, Kart-Valley-ის (ქართ-ველის) ამოცანაა შექმნას და დაამკვიდროს ქვეყნის თანამედროვე იმიჯი, ეფექტურად წარმოაჩინოს ქართული კულტურა, მისი  სიმდიდრე  მსოფლიო მასშტაბით და უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოსა და კავკასიაში.

„კავკასია არის შეჯახება, აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს, კონტინენტებს, კულტურებს, ღირებულებებსა და რელიგიებს შორის, რაც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს ემოციები 5 მთავარი შეგრძნებით: დაინახოს, მოისმინოს, დააგემოვნოს, შეისუნთქოს და შეიგრძნოს მრავალფეროვნება.  ჩვენ გვჯერა,  რომ  იქ სადაც არის „შეჯახება“ – სწორედ იქ  ვლინდება სამყარო მთელი თავისი დიდებულებით და იქ ხდება ადამიანის  განახლება, ამიტომ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემოქმედებითი მიდგომებით შევქმნათ შთამბეჭდავი პროცესი და ხუთ მთავარ შეგრძნებაზე გავლენით გავაძლიეროთ ადამიანი. ამიტომ, კორპორაცია Kart-Valley-ის (ქართ-ველის) მიზანია, ადამიანის გაძლიერებაზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობისა და ქვეყნის ბრენდინგის ახლებური გააზრება დაამკვიდროს ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე“, – ამბობს თაქთაქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, Kart-Valley (ქართ-ველი) მომხმარებელს სთავზობს მაღალი ხარისხის სერვისს სტუმარმასპინძლობისა და ღონისძებების მართვის მიმართულებით: განთავსება, კვება, ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, თემატური ტურები, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და მართვა.

აღსანიშნავია, რომ Kart-Valley (ქართ-ველი)  ოპერირებს კავკასიის რეგიონში და 2019 წლიდან მუშაობს შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და გალფის ქვეყნების მიმართულებებით.

„2020 წლიდან  კი მსოფლიოს მასშტაბით დავიწყეთ Kart-Valley-ის (ქართ-ველი) ბრენდ ამბასადორიების შერჩევა, რომლებიც ჩაერთვებიან ქვეყნის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციაში სხვადასხვა ქვეყნებში და გახდებიან საქართველოს “ლობისტები” საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე. ჩვენ უკვე დაწყებული გავქვს შერჩევისა და გასაუბრების ეტაპი და ამ მიზნით, გვაქვს კომუნკაცია ადგილობრივ დიასპორებთან, საელჩოებთან, განათლების ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩაერთვებიან ინფორმაციის გავრცელებისა და ამბასადორების შერჩევის პროცესებში“, – აცხადებს კორპორაცია Kart-Valley-ის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, კორპორაცია საწყის ეტაპზე მუშაობას იწყებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. „ჩვენ ამ ბაზრებზე შექმნილი გვაქვს ნიადაგი წარმატებული მოდელის შესაქმნელად, რომელიც ეტაპობრივად გავრცელდება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან აზიისა და არაბული ქვეყნების ბაზრებზე. საკმაოდ საინეტრესო გამოხმაურებაა მაგალითად გერმანიიდან, საიდანაც ადგილობრივი ახალგაზრდა ბიზნესმენები გამოგვეხმაურნენ, რომლებთანაც უკვე დავიწყეთ გარკვეული აქტივობების დაორგანიზება ამას დაემატა ისიც, რომ 2022 წელს საქართველო იქნება ბერლინში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის მასპინძელი, სწორედ ამ ორი წლის განმავლობაში აქტიურად მოვემზადებით ამ დღისთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთის, რომ მსოფლიოს წინაშე საქართველო ღირსეულად წარდგეს“, – ამბობს გიორგი თაქთაქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, Kart-Valley-ის (ქართ-ველი) ბრენდ ამბასადორიებად ძირითადად შეირჩევიან ადგილზე მცხოვრები ახალგაზრდები 21დან 35 წლამდე, რომლებიც ჩაერთვებიან კომუნიკაციაში ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ტურიზმის ბიუროებთან, იქნებიან ეფექტურ კოორდინაციაში საქართველოს საელჩოსთან კონკრეტულ ქვეყანაში და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო დონის გამოფენაში/შეხვედრაში. ეს იქნება მასობრივი კამპანია ნარატივითქართველები საქართველოსათვის”.

„ვფიქრობთ, რომ მნიშნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ ჩართოს და გამოიყენოს ახალი თაობის რესურსი, რომლებიც იღებენ განათლებას სხვადასხვა ქვეყანაში და აქვთ სურვილი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ბრენდის პოზიციონირების საკითხებში სხვადასხვა ქვეყანაში“, – დასძინა კოპრორაცია Kart-Valley-ის (ქართ-ველი) დამფუძნებელმა და დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები