LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

3860
დიდი

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა.

როგორ გამოიყურება მსოფლიოს 3 ესთეტიურად ყველაზე მიმზიდველი დამწერლობა:

ბირმანული (მიანმარი) – ბირმანული ანბანი მრგვალი ფორმებისაგან შედგება, რომლებიც აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით უნდა მოიხაზოს. მის ხელწერებს უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ, ვიდრე ესთეტიური: ძველად, წერილები პალმის ფოთოლზე იწერებოდა, რომელიც ადვილად იხვეოდა.მართალია, ბირმანული ამ ჩამონათვალში არსებულ სხვა დამწერლობებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებადაა გადაშენების პირას, მაგრამ მის გამოყენებას უფრო და უფრო ანაცვლებს ჰინდი. მიანმარმა, რომელსაც აქამდე აკრძალული ჰქონდა საგარეო ტურიზმი, ახლახანს გახსნა საზღვრები სტუმრებისათვის და ის იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებშიც ვერსად ნახავთ “კოკა-კოლას” ბილბორდებს.

ტაგალური (ფილიპინები) – ტაგალური, რომელიც ინდო-ევროპული დამწერლობებიდან მომდინარეობს, ფილიპინებში ესპანელების ჩამოსვლამდე დომინირებდა. ადრე ის ქვემოდან ზემოთ მიმართული იწერებოდა. შემდგომ მარცხნიდან მარჯვნივ დაიწყეს წერა და ასოები 90 გრადუსით ამოატრიალეს. შემდგომ კი, ფილიპინების ოფიციალურ დამწერლობად ესპანური გამოცხადდა, რამაც, შეიძლება ითქვას, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ტაგალურს.

ქართული (საქართველო) – თურქეთსა და რუსეთს შორის, მცირე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს. ქართული ანბანი მეტად დახვეწილია. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები