LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 6 ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქი დასახელდა

547
dpatop - 05 September 2019, Berlin: On the second media day of the IFA, the world's largest trade fair for consumer electronics, monitors will be in operation at the LG stand. The IFA takes place from 06.-11.09.2019 at the Berlin Exhibition Grounds. Trade visitors from more than 100 countries visit presentations of the latest products and innovations Photo: Britta Pedersen/dpa-Zentralbild/dpa

მსოფლიოს 6 ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქი უკვე ცნობილია – თუ გაინტერესებთ, როგორი იქნება ჩვენი პლანეტის მომავალი, სწორედ ამ მეგაპოლისებს უნდა ეწვიოთ. ეს ის ქალაქებია, რომლებიც ყველაზე მეტად ღიაა ინოვაციებისთვის და ტექნოლოგიური სიახლეებისთვის.

ვირტუალური სუპერმარკეტები, ქუჩის განათებები ინტერნეტით, უმსხვილესი IT კომპანიების სათაო ოფისები  – ამ და სხვა ბევრ საინტერესო რამეს სწორედ აღნიშნულ ქალაქებში გააწყდებით, სადაც კონცენტრირებულია მოწინავე ტექნოლოგები მთელი მსოფლიოდან.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

ამსტერდამი უკვე დამკვიდრდა როგორც სერიოზული მოთამაშე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე. აქ მუშაობს 1,65 ათასი მეტი ტექნოლოგიური კომპანია, დასაქმებულია 69 ათასი ადამიანი. ნიდერლანდების დედაქალაქში დაფუძნებულია 170 საერთაშორისო IT კომპანია, რომლებიც ყოველთვის ღიაა ახალი, ნიჭიერი სპეციალისტებისთვის. ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ეს ქალაქი იდეალური ადგილია დამწყებთათვის. არსებობს მრავალი ინკუბატორი, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი პროექტების წამოწყებას და განვითარებას.

სეული, სამხრეთ კორეა

 

 

 

სამხრეთ კორეის დედაქალაქი გაჯერებულია ინოვაციებით. ქუჩის განათება Wi-Fi-ზე მუშაობს, ჭკვიანი ვიდეოკამერები Twitter- ზე აქვეყნებენ სურათებს, რობოტები ყავას ამზადებენ… განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სეულის მეტრო -აქ შშმ პირებისთვის არის ლიფტები, საპირფარეშოები, ტაქტიკური ფილები, პლატფორმასა და რელსებს შორის არის შუშის იატაკი. მატარებლის მოლოდინი კი დამღლელი არ არის, ლოდინის დროს მგზავრებს შეუძლიათ შეუკვეთონ სასურველი პროდუქტები ვირტუალურ სუპერმარკეტში, QR კოდის სკანირებით და დრო ამით გაიყვანონ.

ლონდონი – დიდი ბრიტანეთი

ლონდონი ევროპაში ტექნოლოგიების უდიდესი ცენტრია – ის უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს, როგორც ტექნოლოგიების გლობალური ცენტრი. მხოლოდ 2019 წლის პირველ ნახევარში ადგილობრივმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მოიზიდეს $ 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. თუ არ გავითვალისწინებთ ჩინეთსა და აშშ-ს, დიდ ბრიტანეთში უფრო მეტი ტექნოლოგიური სტარტაპი იქმნება, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების მესამედზე მეტი კონცენტრირებულია. აქ დაფუძნებულია Barclays, BP, Monzo, Revolut, TransferWise, ASOS ოფისები. ეს გასაკვირიც არ არის: ბრიტანელებმა უზრუნველყვეს ბიზნესის შექმნისთვის ყველა პირობა.

ნიუ-იორკი, აშშ

ამერიკული მეგაპოლისი ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ქალაქად მიიჩნევა, დიდი კაპიტალის და ათასობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტის გამო, რომლებიც მთელი მსოფლიოდან აქ იყრიან თავს. ტექნოლოგიური კორპორაციები და სტარტაპები ადგილობრივი ეკონომიკის უდიდესი ნაწილია. ნიუ – იორკში არის: WeWork, Verizon, IBM, Citigroup, Kickstarter, Twitter, Tumblr. აქვე არის Microsoft- ის ლაბორატორია და Google-ის ბიზნესცენტრი.

ტოკიო, იაპონია

იაპონიის დედაქალაქი მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქია. ტოკიო განთქმულია სუპერ სწრაფი სამგზავრო მატარებლებით, საუკეთესო რობოტიკებით, ქალაქი წარმატებულია 3D მოდელებში და მოწინავეა პროგრამულ უზრუნველყოფაში. ტოკიო იზიდავს როგორც ძალიან ახალგაზრდა სტარტაპებს, ასევე მსოფლიოში ცნობილ კორპორაციებს: SoftBank, Hitachi, Toshiba, Mitsubishi, Sony Corporation. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოლიმპიადის მოლოდინში, ტოკიომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დიდი აქცენტი გააკეთა და ამ მიმართულებით უმსხვილესი ინვესტიცია ჩადო.

სან-ფრანცისკო, აშშ

სან-ფრანცისკო კალიფორნიის შტატის ტექნოლოგიების დედაქალაქადაა აღიარებული. ქალაქის ეკონომიკა სწრაფად გაიზარდა, მას შემდეგ რაც ქალაქის სამხრეთ-დასავლეთში სილიკონის ველი გამოჩნდა. ეს ინოვაციური კასეტა შეიცავს უამრავ დიდ საერთაშორისო კომპანიას, რომლებიც ჩართულნი არიან კომპიუტერების, მიკროპროცესორების, პროგრამული უზრუნველყოფის, მობილური მოწყობილობებისა და ბიოტექნოლოგიების შემუშავებაში. მაგალითად, აქ არის: Apple, Google,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები