LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 1500 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში თსუ-მ 322-ე ადგილი დაიკავა

2796
shutterstock-511501498

2020 წლის მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში საქართველოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 322-ე ადგილი დაიკავა. 81 ქვეყნის 1500 საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტი 13 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა, კავკასიის რეგიონიდან კრიტერიუმები მხოლოდ თსუ-მ დააკმაყოფილა. თსუ რეიტინგში 113 პოზიციით დაწინაურდა და 322-ე ადგილი ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) გაინაწილა. შედეგად ის საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შევიდა.

 

რეიტინგში თსუ ყველა უნგრულ და რუმინულ უნივერსიტეტზე წინ დადგა და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტზე უკეთესი პოზიცია დაიკავა.

მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის პოსტსაბჭოთა სივრციდან თსუ-ს გარდა მხოლოდ ორი უნივერსიტეტია: ტარტუს უნივერსიტეტი და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულმა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაიკავა.

U.S.News&World Report უკვე 30 წელია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. რეიტინგების შედგენისას უნივერსიტეტები ფასდებიან აკადემიური და კვლევითი საქმიანობის და გლობალური/რეგიონული რეპუტაციის მიხედვით, ასევე ითვალისწინებენ პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ხარისხს და ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეფასდა თსუ-ს საქმიანობა.

პოპულალურები