LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ღირსშესანიშნაობა, სადაც ფოტოს გადაღებისთვის დაჯარიმდებით

772
travel-no-photo

მოგზაურობა ფოტოების გადაღების გარეშე წარმოუდგენელია. ფოტო იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ დასვენება შედგა და ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. თუმცა, არის ადგილები სადაც კამერით არ შეგიშვებენ და თუკი ფოტო გადაღებას მაინც შეეცდებით, სასჯელი არ აგცდებათ.

ტაჯ-მაჰალი – მსოფლიო საოცრების გადაღება გარედან ნებადართულია, თუმცა შიგნით ფოტოები სასტიკად აკრძალულია. მავზოლეუმი წმინდა ადგილად ითვლება და სურათების გადაღება შახისა და მისი მეუღლის უპატივცემულობად ფასდება.

სიქსტეს კაპელა – იაპონურმა ფირმა Nippon Television-მა კაპელის რესტავრაცია მთლიანად დააფინანსა და სანაცვლოდ ფოტოების გადაღება ექსკლუზიურად მხოლოდ მას ეკუთვნოდა. წესით, კონტრაქტის ვადა გავიდა, თუმცა იტალიის მთავრობას აკრძალვის გაუქმება არ სურს.

ეიფელის კოშკი – პარიზის სიმბოლოს ფოტოების კომერციული მიზნით გამოყენება სპეციალური ნებართვის გარეშე არ შეიძლება.

პენტაგონი – თავდაცვის სამინისტროს ბაზა შტატების სტრატეგიულ ობიექტად ითვლება. საიდუმლო შენობის დათვალიერება შეიძლება, თუმცა ფოტოები სასტიკად აკრძალულია.

ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ – ფრესკის გადაღება აკრძალულია, რადგან განათებას მისი დაზიანება შეუძლია. ხოლო მათთვის ვისაც ტილოს გადაღება ძალიან უნდა, გვერდით ასლი დაკიდეს და ის ორიგინალისგან არაფრით განსხვავდება.

წმინდა გალის სააბატო – უძველესი ბიბლიოთეკა, რომელიც 719 წელს დაარსდა შვეიცარიაში მდებარეობს. ზოგიერთი ხელნაწერის ასაკი 1000 წელია და არამხოლოდ ფოტოების გადაღება, არამედ ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე ქუსლიანი ფეხსაცმლით შესვლაც კი იკრძალება.

უესტმინსტერის სააბატო – სააბატოში მონარქების პანაშვიდები იმართება ხოლმე, სწორედ ამიტომ ტურისტებს მისი გადაღება ეკრძალებათ.

 

ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკი – ავსტრალიის ნაციონალური პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. აბორიგენებს სჯეროდათ, რომ წითელ კლდეებს მაგიური ძალები ქონდათ. ფოტოების გადაღებას კი ამ ჯადოსნური აურის გაფუჭება შეუძლიათ.

მეფეთა ველი ლუქსორში – ეს ის ადგილია სადაც ეგვიპტელი მეფეები განისვენებდნენ. მოგვიანებით მუმიები მუზეუმში გადაიტანეს, თუმცა ფოტოების გადაღება მაინც აკრძალულია.

ანა ფრანკის მუზეუმი – ამსტერდამში მდებარე სახლი ებრაული ოჯახის ტრაგედიას ინახავს, ამიტომ მათდამი პატივისცემის გამოსახატად ფოტოების გადაღება სასტიკად აკრძალულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები