LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ტურიზმის სექტორმა 2020 წლის პირველ ნახევარში 460 მილიარდი დოლარი დაკარგა

55
shutterstock-1629206077

მსოფლიო ტურიზმის სექტორმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ზარალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურობის შემცირებისგანაა გამოწვეული. მათივე ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში ტურისტების საერთაშორისო მგზავრობის მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა.

ყველაზე მეტად აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი დაზარალდნენ, სადაც, წლის პირველ ნახევარში, ტურისტების რაოდენობა 72%-ით შემცირდა, მეორე ადგილზეა ევროპა – 66%-იანი კლებით, მესამეზე – ამერიკა, სადაც ტურისტების რაოდენობა 55%-ით შემცირდა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კი ტურისტების რიცხვმა 57%-ით იკლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები