LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ისევ ქართველი იქნება

89
139994645-3591091561009472-9147979842949875356-o

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს. აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2021 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები