LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო კინოს 10 შედევრი კირკ დუგლასის მონაწილეობით

1469
kerk-duglas-news2020

ამერიკული კლასიკური კინოს ლეგენდა, მსახიობი კირკ დუგლასი დღეს, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1966 წელს ლეგენდარულ არტისტს საპატიო „ოსკარი“ გადაეცა. მის ფილმოგრაფიაში 100-მდე  რჩეული ფილმია, რომელიც დღეს კინოკლასიკად ითვლება.

„ფორტუნამ“ გაგახსენებთ 10 საუკეთესო ფილმს კირკ დუგლასის მონაწილეობით:

დიდების ბილიკები – 1957

სტენლი კუბრიკის ანტიმილიტარისტული კინო, სადაც მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმი ამერიკის ნაციონალური ფილმების რეესტრშია შესული.

ტუზი ხელში ანუ დიდი აურზაური – 1951

ბილ უაილდერის პირველი ფილმი, სადაც ის ერთდროულად რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი იყო. ფილმი ჰოლივუდის ფილმების ოქროს ფონდშია შესული.

სპარტაკი – 1960

სტენლი კუბრიკის ისტორიული დრამა, ჰოვარდ ფასტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეს გახლავთ პირველი მაღალბიუჯეტიანი ფილმი ამერიკული კინოს ისტორიაში, რომლის შექმნაშიც 12 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ფილმი „ოსკარის“ ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ის კირკ დუგლასის ფილმოგრაფიაში საუკეთესო როლად ითვლება.

წარსულიდან – 1947

ამერიკის ნაციონალური ფილმების რეესტრში შესული კიდევ ერთი ფილმი, რომლის რეჟისორიც ჟაკ ტურნერია.

ბოროტები და ლამაზები – 1952

კიდევ ერთი ფილმი ამერიკის ნაციონალური რეესტრის არქივიდან, რომელიც კინოინდუსტრიის სამყარის წარმომადგენლებზე გვიყვება. კინოსურათმა ამერიკის კინოაკადემიის 5 ჯილდო მოიპოვა.

წყურვილი სიცოცხლისა – 1961

ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი, სადაც მთავარ როლს კირკ დუგლასი ასრულებს. ფილმი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ჩემპიონი – 1949

რეჟისორ მარკ რობსონის სპორტული დრამა. მთავარი როლის საუკეთესო შეასრულებისთვის დუგლასი „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.

20 000 კილომეტრი წყლის ქვეშ  – 1954

ჟიულ ვერნის ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, სადაც კირკ დუგლასი ნედ ლენდის როლს ასრულებს.

ვიკინგები – 1958

რეჟისორ რიჩარდ ფლეიშერის ბოევიკური ჟანრის ფილმი, რომელიც ედისონ მაღშალის რომანის მიხედვით გადაიღეს. ეინარის როლმა კირკ დულგლას სან-სებასტიანის ფესტივალის მთვარ ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა.

დეტექტივის ისტორია – 1951

ფილმი დეტექტივ ჯიმ მაკლეოდის ისტორიას გვიყვება, რომელიც კოლეგებთან ერთად დანაშაულებრივ სამყაროს ებრძვის.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები