LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას მოსწავლეები ულოცავენ [ფოტო]

2120
2

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტ ლადო აფხაზავას წარმატება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს, სადაც აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მოსწავლეები სკოლის ეზოში ბუშტებით და მისალოცი პლაკატებით შეიკრიბნენ და მასწავლებელს ოვაციებით შეხვდნენ.

ფოტომასალას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით, მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები