LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი მზადაა, საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენაში დაეხმაროს

27
207585200-4167801873309440-7615708013242152766-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება იმ გამოწვევებზე გამახვილდს, რომელთა წინაშეც ქვეყანა კოვიდ-პანდემიის შედეგად აღმოჩნდა, აგრეთვე განიხილეს მათი დაძლევის გზები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორები კოვიდმა მნიშვნელოვნად დააზარალა. მარიამ ქვრივიშვილმა სებასტიან მოლინეუსს ინფორმაცია მთავრობის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ მიაწოდა, რომელთაც მთავრობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების სწრაფი აღდგენისა და გაძლიერებისთვის ახორციელებს.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სამი აეროპორტიდან ბათუმში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკვე პოზიტიური აღდგენის დინამიკაა. ასევე დადებითი შედეგებია როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი“ ბაზა უკვე დააბრუნა და ევროპის რამდენიმე ქალაქში ქუთაისიდან დაიწყებს ფრენას.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს კოვიდ – პანდემიის გამოწვევების დაძლევაში, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციების აღდგენა – განვითარების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები