LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდად ვარ, მთავარი საქმე გავაკეთე, ჩემი სადმე ჩაჯენა არავითარ შედეგს არ გამოიღებს – გვარამია პროკურატურა დატოვა

1894
D04D9FB8-0772-4440-B2F1-E9C313CB9D69-w1023-r1-s

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე გვარამიამ თქვა, რომ მისი დაკავების შემთხვევში არხს დიტო საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს.

“ვარ მშვიდად იმიტომ, რომ მთავარი საქმე გავაკეთე და დავასრულე. მთავარი არხის მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა, ყველაფერი მზადაა, ჩემი სადმე ჩაჯენა და იზოლირება არავითარ შედეგს არ გამოიღებს”, — განაცხადა ნიკა გვარამიამ გვარამიამ და დასძინა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერს ელოდება, მათ შორის დაკავებასაც

“რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ახალი ბრალი წარედგინა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მასთან ერთად ბრალი წარედგინა ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დანელიასაც.

ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა

ბრალი წარედგინა სხვა პირებსაც.

თვეში 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე – ნიკა გვარამია

უწყების მტკიცებით, გვარამიას ბრალად ედება “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისთვის, რაც ჩადენილი იქნა ჯგუფურად, სამსახურებრივი უფლების გამოყენებით.

ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ში მყოფებს მიმართავს: არ გრცხვენიათ?

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 სექტემბერს იწურება ვადა 40 ათასლარიანი გირაოს გადახდის, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას დააკისრა, თუმცა ნიკა გვარამია კვლავ აღნიშნავს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები