LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლის უყურადღებობა შესაძლოა, ბავშვის ურჩობის მთავარი მიზეზი იყოს

951
child

შესაძლოა ბევრს არ სჯერა, მაგრამ ბავშვის ურჩობის, სიჯიუტის და ხშირი ისტერიკის მიზეზი, არა მისი რთული ხასიათი, არამედ მშობლის უყურადღებობაა, ამიტომ სანამ ბავშვის დასჯას მოისურვებთ, მანამდე საკუთარ ქცევაზე დაფიქრდით, იქნებ თვითონ ხართ დამნაშავე მის პრობლემებში.

რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უჭირს თანამედროვე სამყაროსთვის ფეხის აწყობა და კარიერასთან ერთად ოჯახზე, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა. თუმცა სინამდვილეში, არაა აუცილებელი მთელი დღე პატარას კუდში დევნა, საკმარისია აგრძნობინოთ სითბო, სიყვარული და გახდეთ მისი საუკეთესო მეგობარი, რადგან თუ პატარა მშობლის ყურადღებას და მზრუნველობას იგრძნობს, მას არსადროს გაუჩნდება უჩობის სურვილი, გადაწყვეტილების მიღებისას კი, აუცილებლად თქვენ გკითხავთ რჩევას.

მოიცალეთ ბავშვისთის დღეში სულ მცირე ნახევარი საათი, წაუკითხეთ წიგნი, ერთად დახატეთ და დაინტერესდით მისი სურვილებით, წაიყვანეთ კინოში, თეატრში ან უბრალოდ გაისეირნეთ და რამდენიმე დღეში თავად იგრძნობთ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და ბავშვთან ურთიერთობა.

თანაბრად გადაანაწილეთ დრო სახლსა და სამსახურზე. არჩევანის შემთხვევაში კი, უპირატესობა შვილს მიანიჭეთ, რადგან ბავშვისთვის წართმეული დროის ანაზღაურება უფრო რთულია, ვიდრე დაკარგული სამსახურის დაბრუნება.

ეცადეთ ყოველთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ ბავშვთან გატარებული დრო. მაგალითად, სეირნობისას დაინტერესდით მისი გეგმებით, ფილმის ნახვის შემდეგ კი, ჯერ მისი აზრი მოიმინეთ, მერე საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარეთ.

თუ ბავშვს რაიმეს თქმა უნდა, არა ცალი ყურით, არამედ ყურადღებით მოუსმინეთ. დროებით თავი დაანებეთ საკუთარ საქმეს, გვერდით დაისვით და აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი მოსმენა.

მართალია, ხშირად გვიჩნდება ახლობლებისგან დასვენების სურვილი, მაგრამ უკეთესია შვებულება ოჯახთან ერთად გავატაროთ, რათა ბავშვმა ორივე მშობელთან შეძლოს ურთიერთობა და დარწმუნდეს, მათ სიყვარულში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები