LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილი, და არა როგორც კერპი“

1215
39408889-2106296149637775-7275364163482812416-n

დეკანოზი შალვა კეკელიძე სოციალურ ქსელში მშობლებსა და შვილებთან დაკავშირებით, ათონელი ბერი ეპიფანეს შეგონებებს აზიარებს.

“სჯობს, ღმერთს ელაპარაკო ხშირად შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ.

ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებებს. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი მოაბეზრო და ყოველი წვრილმანისთვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და წმინდანებს და მათ სთხოვე შვილის გამოსწორება.

ბავშვს ისე მოექეცით, როგორც კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს ისვრის, მთლად ნუ გაუშვებ სადავეს, ოდნავ მიუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს.

მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს.

მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილი, და არა როგორც კერპი, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც შენ გინდა – შენი ორეული”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები