LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შვილმა საკუთარი შრომით რა შექმნა? ვერაფერი… რადგან მშობელი მის ნაცვლად აკეთებს ყველაფერს” – თამარ გაგოშიძე

2142
2-20-1024x683-1

„ფორტუნა“ გთავაზობთ თამარ გაგოშიძის ინტერვიუდან ნაწყვეტს, სადაც ფსიქოლოგი მშობლების არასწორ პრიორიტეტებზე საუბრობს.

„ჩვენ ვართ მატერიაზე მიწებებული, მშობლები 24 საათი მუშაობენ, რომ შვილი უზრუნველყონ, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ამაში არ არის ბედნიერება.

ერთმა უცხოელმა პროფესორმა, როცა ნახა ჩვენთან ახალგაზრდები საკუთარი მანქანებით გადაადგილდებიან, ჩემს ნაცნობ პროფესორს უთხრა, “რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათო”. მოგვიანებით, როცა გაიგო, ეს მანქანები არა ახალგაზრდების შრომით, არამედ ხშირ შემთხვევაში მშობლების მიერ არის შეძენილი, გაოგნდა, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. ეს არის დათვური სამსახურის გაწევა შვილებისთვის.

სამწუხაროდ, ამას მშობელი ვერ აცნობიერებს, უნდა ყველაფერი გაუკეთოს საკუთარ შვილს და არ აძლევს თმენის გამომუშავების საშუალებას, რაც უმთავრესია.

შვილმა საკუთარი შრომით რა შექმნა? ვერაფერი… რადგან მშობელი აკეთებს მის ნაცვლად ყველაფერს. სამწუხაროდ, მშობლებს საკუთარი პირადი ცხოვრება არ აქვთ და შვილებში ხედავენ საკუთარი არარეალიზებული ოცნებების ასრულების შესაძლებლობას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები