LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობიარე ქალისა და ჩვილის გარდაცვალებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2085
qali chvili

ხაშურის “ევექსის” კლინიკაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პირველი კომენტარი “ფორტუნასთან” კეთდება.

მშობიარე დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე რადიო “ფორტუნას” უთხრეს, რომ ადგილი ჰქონდა სამედიცინო გადაცდომას. კლინიკის ცნობით, ეს შიდა მოკვლევით უკვე დადგენილია. 

“ეს არის პირველი დონის სამედიცინო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა უფლება რთული ორსული მიეღო, ვერ შეფასდა მშობიარე ქალბატონის რისკები, პირველმა მოკვლევამ რაც დაადგინა, ეს არის.

რთული ორსულობის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის შედეგად ხდება, წონის მიხედვით, მერამდენე მშობიარობაა და ა. შ.

ეს პაციენტი ითვლებოდა, რომ იყო რთული ორსული.

მართალია სასწრაფო დახმარების მანქანით შემოვიდა, მაგრამ რეფერირება უნდა მომხდარიყო. ეს არის პირადი ინფორმაცია, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, რა ტიპის გართულება იყო. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის უწყებასთან”, – უთხრეს “ფორტუნას” კლინიკაში.

შეგახსენებთ, დღეს ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა. 40 წლის ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს გართულება ჰქონდა, რის გამოც საკეისრო კვეთა დაიწყო. ამის შემდეგ კი ქალი და ჩვილი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები