LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა გაიზარდა – რას აშენებენ საქართველოში

81
how-to-build-credit-with-a-credit-card-–-top-tips

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7802 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტით მეტი) 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9 პროცენტით მეტი). ნებართვების 71,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი თბილისზე, 11,0 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1923,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,3 პროცენტით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები