LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი პიტერ ფონდა გარდაიცვალა

282
-108346541-eca93f1d-278c-4937-b860-df0013f99a57

79 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი პიტერ ფონდა გარდაიცვალა. მას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა. მსახიობი ლოს ანჯელესში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

უკანასკნელი დღეები პიტერ ფონდამ უფროს დასთან ერთად გაატარა.

საერთაშორისო აღიარება პიტერ ფონდას ფილმმა “უდარდელი მხედარი” მოუტანა, რომელშიც ის ახალგაზრდა ჯეკ ნიკოლსონთან ერთად თამაშობს.

ფონდა სურათის სცენარის თანაავტორიც იყო, რის გამოც ის ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები