LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრგვალი ბაღი გაიხსნა, ბაღში დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს (ფოტოები)

498
67339022-2849882661694982-4452142775248355328-o

გამწვანება, დეკორატიული სანათები, განახლებული შადრევანი და მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკი – ცოტა ხნის წინ მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა გარე განათების სისტემა, მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს – ,,პატარა უფლისწული“, მის ირგვლივ კი დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი მოეწყო, ასევე დამონტაჟდა სკამები განათებით, დეკორატიული სანათები, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.

რაც შეეხება გამწვანებას, დაირგო 1000 კვადრატული მეტრი რულონური ბალახი, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო რამდენიმე სახეობის ბუჩქი: ფოტინიალოროტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.

პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დაიხარჯა.

განახლებული მრგვალი ბაღის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.

ამ წუთებში ბაღში მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი იმართება. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები