ვაზიანის სამხედრო ბაზიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ჯარისკაცებიდან ერთს პნევმონია აღმოაჩნდა. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი თქმით, 5-ივე ჯარისკაცს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდება.

“მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4-ს ტემპერატურა აღარ აქვს. წუხელ, როდესაც შემოვიდნენ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ყელი ტკიოდათ. დღეს დილისთვის მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს, მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია მოთავსებული. ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ ყოფილან, გარე პერიმეტრზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ აღენიშნათ ტემპერატურა და სწორედ იქიდან მოიყვანეს,”- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

ასევე იხილეთ:

მარნეულიდან გადმოყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 5 ბავშვია დაინფიცირებული: არცერთ შემთხვევაში ფილტვების ანთება არ დაფიქსირებულა (ვიდეო)

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05