LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოყინული გზის გამო იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა

ავარია იგოეთთან

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. ამის მიზეზი გზაზე არსებული ლიპყინულია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები