LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“ – NGO-ების განცხადება

125
dv

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, გასულ ღამეს, უფლებადამცველების დაკავების ფაქტებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გასულ ღამეს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს – შსს 

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა.

„დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცველთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“ – სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს 

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი – შოთა თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.

შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და, ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;
  • საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს“, – წერია გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისათვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გასულ ღამეს, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას და სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

„ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ – ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შოთა თუთბერიძე თავისუფალია

პოპულალურები