LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუვლით და გადავცემთ მომავალ თაობას, სხვა რა დანიშნულება აქვს ტყეს – მეუფე გერასიმე

107
BeFunky-collage (4)

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე მიღებულ ტყის კოდექსს გამოეხმაურა. გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის სამამომავლოდ გადაცემულ ტყეებს მოუვლიან და მომავალ თაობას გადასცემენ.

“არავის არაფერი მოუცია. ეს ჯერ კანონია და ვის რამდენს მისცემენ ეს უნდა განიხილოს, ალბათ, იმ კომისიამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება… ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ. სხვა რა დანიშნულება აქვს ტყეს, რა უნდა გავუკეთოთ ტყეს”, — განუცხადა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია “ფორმულას.”

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს იმას, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

პოპულალურები