LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნაა – ეკატერინე დგებუაძე სოფელ პატარა ქანდის რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

287
FORTUNA.GE- (4)

საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

ეკატერინე დგებუაძე სკოლას მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კერესელიძესთან ერთად ესტუმრა.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, პატარა ქანდის საჯარო სკოლის განახლებულ შენობაში სწავლა-სწავლების პროცესი ჩვეულ ფორმატში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მან მოსწავლეებს საკლასო ოთახში დაბრუნება მიულოცა და აღნიშნა, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით გაგრძელდება.

სავალდებულოა, ყოველდღიურად, სკოლის თანამშრომელთა 20 პროცენტის გატესტვა: ეკატერინე დგებუაძე

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით.

მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების დროს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ პედაგოგებმა დიდი წვლილი შეიტანეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნებაში.

 

 

 

პოპულალურები