LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეების ჩანთები შემსუბუქდება – რა ცვლილებებს გეგმავს განათლების სამინისტრო

103

მომავალი წლიდან მოსწავლეების ჩანთები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი რეგულაციები უკვე მომზადებულია და გამომცემლებთან განხილვა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროც.

„გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ რომ ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს. მეორე ცვლილებები იქნება, რომ ჩვენ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივად ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშავოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს, ამის საშუალება უნდა ჰქონეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელობით ისარგებლოს. ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა, დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველ დღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ“.

პოპულალურები