LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში თბოელექტროსადგურთან ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი (ფოტო, ვიდეო)

171
xandzari_moskovi2

ერთი დაღუპული და 13 დაშავებული – ასეთი შედეგი მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან“ ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერმა ხანძარმა გამოიწვია. ინფორმაციას tass.ru ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე გავრცელდა.

ცეცხლის ლოკალიზებას 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი ცდილობდა.

ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები