LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

125
BeFunky-collage (1)

მოსკოვის სამი სხვადასხვა ტაძრის სამ მღვდელს კორონავირუსი  აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებულმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა გაავრცელა. ტელეგრამ-არხით გამოქვეყნდა მღვდლების ვინაობა და მოწოდება, რომ ყველამ, ვისაც ამ სასულიერო პირებთან კონტაქტი ჰქონდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში იყვნენ.

როგორც ადგილობრივი სააგენტოები იუწყებიან, კორონავირუსის სიმპტომები აქვს კიდევ ორ სასულიერო პირს, თუმცა, მათი დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.

 

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 300-ს გადააჭარბა, დაღუპულია 45 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები