LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოშიმშილე ცხოველების გამოსაკვებად – ავსტრალიაში ბოსტნეულები “გაწვიმდა”

182
1578848253-5e1b503333d60

ავსტრალიაში, იმ ცხოველებს, რომლებიც ოქტომბრის შემდეგ მძვინვარე მასშტაბურ ხანძარს გადაურჩნენ, ახლა შიმშილობა ემუქრებათ. სწორედ ამიტომ, ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ “ოპერაცია კლდის ვალაბი” დაიწყო და კენგურუს ოჯახის საშუალო ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვართა გადასარჩენად  ვერტმფრენებიდან ათას კილოგრამზე მეტი ბოსტნეული გადმოყარა.

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაშავებული 90 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძრისგან გადამწვარი ველური ბუნების აღსადგენად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს.
აღნიშნული თანხის ნახევარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველთა სახეობების გამრავლებას და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნას მოხმარდება. მათ შორის კოალების, რომლებსაც სტიქიის გამო უკვე საფრთხე ემუქრება.

შეგახსენებთ, მასშტაბური ტყის ხანძრები ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ხანძარს 26 ადამიანი და მილიონობით ცხოველი ემსხვერპლა.

კოალას გამოსახულებიანი ჰუდები და მაისურები – Balenciaga ავსტრალიას დაეხმარება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები