LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად ემზადება: ნინო ლომჯარია

71
ნინო-ლომჯარია

ნინო ლომჯარიას განცხადებით, “მოსამართლეების შესახებ კანონპროექტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ემზადება მისთვის არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად და სასამართლო სისტემიდან ჩამოსაცილებლად.

ეს წერია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელიც კანონპროექტის დამტკიცებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში სახალხო დამცველი პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა, თუმცა დეპუტატებმა ის დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

“სამწუხაროა, რომ ასეთი მკვეთრად უარყოფითი შინაარსის მატარებელი კანონპროექტი მმართველი პარტიის დეპუტატების ხელით არის ინიცირებული და დაჩქარებულად განიხილება.

დაუშვებელია, მხოლოდ 2-3 დღე ეთმობოდეს მსგავს საკითხებზე მსჯელობას, კომიტეტის სხდომა ინიშნებოდეს კანონპროექტის გამოქვეყნების გარეშე და დაინტერსებულ პირებს წართმეული ჰქონდეთ განხილვაში ინფორმირებული მონაწილეობის შესაძლებლობა.

იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის უპირველესი კონსტიტუციური ვალდებულება სწორედ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვაა, ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე დუმს, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან კანონპროექტი წინასწარ იყო შეთანხმებული. სამწუხაროა, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებზე ამ დრომდე არ მოგვისმენია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის მოსაზრება”, – წერია განცხადებაში.

ლომჯარიას განცხადებაში საუბარია იმ შესაძლო პრობლემებზე, რომლებიც, შესაძლოა, კანონის ცვლილების მიერ იქნას გამოწვეული. განცხადების მიხედვით:

  • უკიდურესად იოლდება საქმის განხილვისაგან მოსამართლეთა ჩამოცილება და ჩნდება სივრცე მანიპულაციებისათვის;
  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მცირდება და ამისათვის საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმა, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში
  • ოთხჯერ იზრდება მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადები, უქმდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში არანებაყოფლობით მივლინების აკრძალვა, რითაც იქმნება ახალი სადამსჯელო ბერკეტები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში, მათთვის მიუღებელი კოლეგების წინააღმდეგ;
  • მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება იზღუდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლით, რომლის განმარტებაც პრაქტიკაში შეიძლება პრობლემური იყოს;
  • მკაცრდება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა;
  • კიდევ უფრო არაგამჭვირვალე ხდება მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციაში დანიშვნის სისტემა, იქმნება ნიადაგი ინტერესთა კონფლიქტებისათვის, კიდევ მეტად სუსტდება მოსამართლეთა შერჩევა დამსახურების მიხედვით;
  • დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი წარიმართება დაჩქარებულ ვადებში, რამაც შესაძლოა შეასუსტოს გამჭვირვალობა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე დაამტკიცა. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა “გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან – პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით”.

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები