LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს – ხაზარაძის ინიციატივა

87
xazaradze

თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტი დატოვონ.

ხაზარაძის თქმით,  “ქართული ოცნება” შეთანხმებას უხეშად არღვევს.

“ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, ეს არის უგულებელყოფა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის და მინდა გავაჟღერო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს – თუ “ქართული ოცნება” მსგავსი მეთოდით დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავიდეთ პარლამენტიდან და დარჩნენ მარტო”, – თქვა ხაზარაძემ.

“ქართული ოცნება” პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება”, – განაცხადა კობახიძემ.

ბრიფინგზე კობახიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიების მსგავსად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობდა, რომ ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება.

ამის მიუხედავად “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ასრულებს პოლიტიკური შეთანხმების პირობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები