LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ

127
ბიძინა

“მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ”,-ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადარჩენას ნიშნავს.

“თუ ვინმეს სჭირდება შეხსენება სპეციალისტებისგან, რას მოგვიტანს ჩვენ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია, ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში ჩვენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არსებობს რაიმე სხვა საქმე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგას?… მეტი გამოსავალი ჩვენ ამ დაუსრულებელი პანდემიის ტალღების პირობებში არ გვაქვს. ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება და შემდგომი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები