LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არ გვაქვს ვადაგასული ვაქცინა… მოსახლეობასთან მხოლოდ სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია უნდა მივიდეს: ვახტანგ კალოიანი

162
ვახტანგ კალოიანი ფოტო

„შეიძლება განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ტექნიკურ საკითხზე უნდა იყოს ერთი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბათუმში, ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს დღეს ვადიანი ვაქცინები, ეს არის მთავარი და მას კიდევ კარგა ხანს აქვს ვადა, საქართველოში არ გვაქვს ვადაგასული ვაქცინა. ეს ინფორმაციული ვაგხანალია სამწუხაროდ ტიპური გახდა ჩვენი პანდემიის მმართველებისთვის, კარგი იქნება თუ ინფორმაციას ერთმანეთთან გადაამოწმებენ და ისედაც დაძაბულ მოსახლეობას კიდევ უფრო არ აურევენ თავგზას.

ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც აქ ვხედავ. შეიძლება განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ტექნიკურ საკითხზე უნდა იყოს ერთი“, – განაცხადა კალოიანმა.

ცნობისთვის, გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაციები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში არსებულ ფაიზერის ვაქცინებს ვადა ეწურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები