LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი სიურპრიზი – „გრეის ანატომიაში“ ჯორჯ ომეილი ბრუნდება

289
greisanatomia2012

მას შემდეგ, რაც სერიალ „გრეის ანატომიის“ ახალ სეზონში პატრიკ დემპსის ანუ ექიმი დრეიკის გმირი დაბრუნდა, შოუს შემქმნელებმა კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადეს გულშემატკივრებს. ამჯერად შოუს თეოდორ რეიმონდ ნაიტი უბრუნდება. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ახალი სერიის თიზერი, სადაც მერიდიტ გრეის ძველ კოლეგა და მეგობარი, ექიმი ჯორჯ ომეილი ბრუნდება. ომეილი „გრეის ანატომიის“ მსახიობთა პირველი გუნდის წევრია. ის 5 სეზონის მანძილზე იყო სამსახიობო შემადგენლობაში, შედეგ კი მისი გმირი, ექიმ დრეიკის მსგავსად დაიღუპა.

სიუჟეტის მიხედვით, ექიმი გრეი და ჯორჯ ომეილი უახლოესი მეგობრები იყვნენ, ამიტომ ახალი სეზონის ფინალისკენ მათი შეხვედრაც შედგა. თიზერით ცხადი ხდება, რომ ძველ მეგობარსაც ექიმი გრეი სიზმრებში ნახულობს. აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერიალში ძველი პერსონაჟები ისევ გამოჩნდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები