LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში რუსი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილნი

100
Untitled design (4)

მსოფლიოს უდიდესი ხორცპროდუქტების კომპანიის JBS-ის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის უკან, შესაძლოა კვლავ რუსეთში მოქმედი ჰაკერული ჯგუფები იდგეს. 

ინფორმაცია ეჭვმიტანილების შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციას თავად კომპანიამ მიაწოდა და განაცხადა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია დიდი ალბათობით რუსეთში მდებარეობს.

კიბერშეტევა კომპანიაზე ორშაბათს განხორციელდა, შედეგად გაითიშა კომპანიის კომპიუტერული სისტემები და შეფერხდა მუშაობა ამერიკასა და ავსტრალიაში.

თავდამსხმელებმა სისტემის აღსადგენად გამოსასყიდი მოითხოვეს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერემ განაცხადა, რომ JBS-ის ხელმძღვანელობამ დახმარების თხოვნით ადმინისტრაციას მიმართა, აშშ კი რუსეთის მთავრობას დაუკავშირდა:

“კომპანია დაუკავშირდა ადმინისტრაციას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ გამოსასყიდს ითხოვს კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც სავარაუდოდ რუსეთში მდებარეობს. თეთრი სახლი უშუალოდ თანამშრომლობს რუსეთის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.” – განაცხადა მან.

მომხდარს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) იძიებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილი პრობლემის მოგვარებას დრო დასჭირდება, ამან კი შესაძლოა გარკვეული გარიგებები შეაჩეროს მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან.

კიბერთავდასხმის შედეგად კომპანიამ უკვე იზარალა – 1 ივნისს კონცერნმა წარმოება შეეწყვიტა 9 ხორცკომბინატში, საიდანაც ამერიკული ბაზრის დაახლოებით მეოთხედი მარაგდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ წარმოება სწრაფად არ აღდგება, შესაძლოა, ამან პროდუქტის დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები