LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორაგბე თემიკო ანჯაფარიძე სორბონას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა: „ვიფიქრე, რომ შეუძლებელი არაფერი იყო…“

542
თემიკო ანჯაფარიძე მთავარზე

მორაგბე თემიკო ანჯაფარიძე სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია – მან ამის დამტკიცება ოჯახის წევრებისთვისაც შეძლო, რომლებიც საკუთარი წარმატებით გააკვირვა. ფრანგული ენით ბავშვონიდან დაინტერესდა, რაგბის თამაშისას მიღებული ტრავმების შედეგად გამოთავისუფლებული დროის განმავლობაში ენას მაქსიმალურად ხვეწდა, მას შემდეგ, რაც მისი თანაკლასელი ჩაირიცხა საფრანგეთის ნომერ პირველ სასწავლებელში, ამისი სურვილი თავადაც გაუჩნდა.

თემიკო ანჯაფარიძე მიღწეულ წარმატებაზე FORTUNA.GE-სთან ექსკლუზიურად საუბრობს:

დავიწყებ ბავშვობიდან, როდესაც ჩემი პრიორიტეტი რაგბი იყო. ასაკობრივ ნაკრებებში ყველგან მომიწია თამაშმა, 16 წლამდე. ტრავმები მქონდა, რამდენიმე ოპერაცოა გავიკეთე, დრო ფუჭად არ მინდოდა დამეკარგა და პარალელურად, ფრანგულს ვსწავლობდი. 2019 წელს მხარზე ოპერაცია გავიკეთე და რეაბილიტაცია წელიწადნახევარს გაგრძელდა. გადავწყვიტე, ეს დრო მაქსიმალურად გამომეყენებინა, თან, მათემატიკური აზროვნებაც მქონდა. მას შემდეგ, რაც ჩემმა კლასელმა სორბონას უნივერსიტეტში ჩააბარა, ვიფიქრე, რომ შეუძლებელი არაფერი იყო და ჩემი ოცნებაც გახდა იქ ჩაბარება.

,,გამოწვევებს არასდროს ვუშინდებოდი, ამიტომაც როგორც კი დავინახე ვაკანსია ლექტორის პოზიციაზე, მაშინვე შევავსე განაცხადი და გავაგზავნე” – 23 წლის მარიამ გობიანიძე ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორია

ფრანგულს იმიტომ სწავლობდით ასე მონდომებით, რომ საფრანგეთში არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ქართველებისთვის რაგბიში კარიერის გაგრძელების კუთხით?

ზუსტად ეს მიზეზი იყო.

რა ფაკულტეტზე ჩაირიცხეთ?

ჩავირიცხე ეკონომიკის ფაკულტეტზე. როცა ფრანგულ ენაზე აბარებ, უფასოა, შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლისას არაფერს გადავიხდი.

რაც შეეხება ეკონომიკას – ერთი წელი კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბიზნესადმინისტრირებაზე, როცა უფრო ღრმად შევყევი ამ თემას, მივხვდი, რომ ეკონომიკა უფრო მაინტერესებდა.

ჩაბარების პროცესი არცთუ ადვილი იყო – დოკუმენტების შევსება თავის ტკივილია, პატარა შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება, დამეხმარა ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში. 15 დეკემბრამდე იყო შევსების ბოლო ვადა, პასუხი კი აპრილში მომივიდა.

რა შეგრძნება იყო, როდესაც მიხვდით, რომ მთავარი ოცნება აისრულეთ?

პირველი იყო სიამაყის გრძნობა. მომინდა უფრო მეტის გაკეთება, რადგან მივხვდი, რომ შრომა გიფასდება ცხოვრებაში.

როდის მიემგზავრებით?

პირველ წელს კამპუსში ვიცხოვრებ, რადგან უფრო დაცულად ვიყო, სხვა პრობლემები არ მქონდეს. სწავლა 12 სექტემბერს მეწყება, მაგრამ მე მივდივარ აგვისტოს ბოლოს, რადგან მოსაგვარებელია ბიუროკრატიული საკითხები. სწავლის პარალელურად, ვარჯიშებიც იქნება, უნივერსიტეტის გუნდში ვიქნები.

იქაც გააგრძელებთ სპორტს?

რა თქმა უნდა. პირველ სემესტრში მინდა ენის ბარიერი გადავლახო, მაქსიმალური ქულები მოვაგროვო, ამიტომ ჯერ უნივერსიტეტის გუნდში ვითამაშებ, შემდეგ კი სხვა გუნდის მოძებნას შევეცდები. რა თქმა უნდა, რთულია სწავლის და რაგბის თამაშის შეთავსება, მაგრამ შევეცდები.

როგორ შეხვდნენ თქვენი ოჯახის წევრები თქვენს წარმატებას?

მგონი, ახლაც არ სჯერათ (იცინის).

როგორ აიღო სრული გრანტი ჰარვარდის უნივერსიტეტში ნენე ჟვანიამ: „არ თქვათ თქვენს ოცნებაზე უარი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც თქვენ გარშემო საკმარისად კარგად არ გთვლით…“

წარმატებული ქართველები

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები