LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქანდაკე ერეკლე წულაძის ნამუშევრებით ბაქოშიც დაინტერესდნენ

524

30 წლის მოქანდაკე ერეკლე წულაძე საინტერესო ნამუშევრებითაა ცნობილი. მან სამხატვრო აკადემია ქანდაკების მიმართულებით დაამთავრა. ბავშვობიდან ხატავდა და ძერწავდა და ამ პროფესიის სიყვარული სულ ამოძრავებდა, თუმცა სტილი, რაშიც დღეს მუშაობს, გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ ჩამოუყალიბდა.

2012 წელს ბათუმში, ანბანის კოშკთან მისი ქანდაკება „მე, შენ და ბათუმი“ დაიდგა, ხოლო 2013 წელს, თბილისში, ფოლკლორის ცენტრში მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ერეკლე წულაძის ნამუშევრები თბილისის სასტუმროებში, „რედისონსა“ და „ამბასადორში“ მუდმივი ექსპოზიციის სახითაა წარმოდგენილი. მისი ქანდაკებებით მცირე ხნის წინ ბაქოშიც დაინტერესდნენ.

როგორც თავად მოქანდაკე აღნიშნავს, ბაქოში მესამე ვიზიტისას უკვე მიიღო ნებართვა, რომ პირველი კოლექცია „Four Seasons“-ში შეეტანა. ეს იყო რეი ჩარლზისა და ლუი არმსტრონგის ქანდაკებები, პირველი სასტუმროს „ბენტლის“ ბარში დგას, მეორე კი – მთავარ შესასვლელთან.

მოქანდაკემ უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც კომპანია „ფეიმონტს“ ნამუშევრები წელიწადში რამდენჯერმე უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, ბაქოს სიმბოლო, „ბულვარ ჰოტელთანაც“ აკავშირებს თანამშომლობა, სადაც თავდაპირველად ერეკლე წულაძის კოლექციის 12 ნამუშევარი დაიდგმება, შემდეგ კი ეს რიცხვი გაიზრდება.

მოქანდაკე მინიფაბრიკის გაკეთებას გეგმავს, 2017 წელს კი ბაქოსა და თბილისში გამოფენა-პრეზენტაცია აქვს ჩაფიქრებული.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები