LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქანდაკე ერეკლე წულაძის ,,ერეკლექტიკა“ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში

1100
erekle-wuladze-news

11 ნოემბერს, 19.00 სთ-ზე, მოქანდაკე ერეკლე წულაძის რიგით მეორე პერსონალური გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით ,,ერეკლექტიკა“. ნამუშევრების ავტორისთვის, ამ გამოფენის მთავარი სათქმელი პერსონალური ცნობიერების ეკლექტიკის, გმირის, პერსონის შექმნა და სამყაროსთან მისი განსხვავებული შერწყმაა.

ერეკლე წულაძის ქანდაკებები ადამიანებს სარკეში დაანახვებს საკუთარი თავს და აფიქრებინებს საკუთარ შეცდომებსა თუ უშეცდომობაზე. ეს ნამუშევრები, მისი ნათელი ფერიდან გამომდინარე, სინათლისა და სოლიდარობის სიმბოლოა.

ახალგაზრდა მოქანდაკის ინსპირაციის წყარო, ბავშვობის ზამთრის თოვლიანი დღეებია, როდესაც დიდი თოვლის მოსვლის შემდეგ უზარმაზარ თოვლის ბაბუებს დგამდა. პირველი ხელოვნური ქანდაკების შექმნაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება, ამიტომაც გასდევს თეთრი ხაზი მის შემოქმედებას და ნამუშევრების დიდი ნაწილიც თეთრი ფერისაა.

მისმა ნამუშევრებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ჩინეთი, იაპონია, იორდანია, ისრაელი, ტაილანდი, ამერიკა, კანადა, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, დაიდო ბინა. ისინი ამშვენებენ როგორც კერძო კოლექციებს, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებსა და სხვა გარე თუ შიდა ინტერიერებს.

11 ნოემბრის გამოფენაზე მოქანდაკე ერეკლე წულაძე ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილ 50-მდე სკულპტურულ ნამუშევარს წარმოადგენს, დამთვალიერებელს მისი ხილვისა და შეძენის საშუალება 10 დღის განმავლობაში თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები