LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს შევთავაზებთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც გამოიწვევს მათ სწრაფ დასაქმებას – პრემიერი

77
baxtaze

“ჩვენ ვიწყებთ SDSU სწავლების სისტემის განვითარებას პროფესიული განათლების ფარგლებში, რომელიც გახლავთ კომპლექსური რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი,”- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების გაზრდას და სწრაფ დასაქმებას.

“ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზებთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც გამოიწვევს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით პროფესიულ გადამზადებას და მათ სწრაფ დასაქმებას. ეს მართლაც არის უნიკალური შესაძლებლობა და გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას ჩვენს ეკონომიკაში.

ამავე დროს, დავაფინანსებთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და ვფიქრობთ, რომ მაღალი პოტენციალის მქონე სფეროებია. ხელმისაწვდომი იქნება მოკლევადიანი გადამზადების კურსები სამშენებლო, მომსახურების, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ეტაპობრივად მას სხვა სფეროებიც დაემატება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან სწრაფი, ეფექტიანი საშუალება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიმართული სიღარიბის დაძლევისკენ,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები