LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონტანაში კარანტინი დასრულდა და ქალთევზები სამუშაოს დაუბრუნდნენ

90
aqualoungbr

ამერიკის ზოგიერთ შტატში საკარანტინე შეზღუდვები უქმდება და ადამიანები იმ სამსახურებს უბრუნდებიან, რომელთა არსებობაშიც უკვე ეჭვი ეპარებოდათ. მაგალითად, ქალთევზები მონტანას ბარში.

Sip ‘N Dio Lounge სწორედ იმითაა ცნობილი, რომ მთავარ დარბაზს კედლების ნაცვლად უზარმაზარი აკვარიუმი არტყამს. მანამ სანამ სტუმრები სასმელს მიირთმევენ, ცოცხალი ქალთევზების ცქერით ტკბებიან.

8 კვირიანი შესვენების შემდეგ შესაბამის კოსტიუმში ჩაცმული გოგონები აკვარიუმს დაუბრუნდნენ და გარდა სხვა აღჭურვილობისა, პანდემიის გამო მათ უკვე პირბადეების ტარებაც დაევალათ.

ქალთევზები თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ სამსახურს ვეღარ დაიბრუნებდნენ, ამიტომ ახალმა ამბავმა ისინი ძალიან გაახარა და საქმის შესრულებას მთელი ენთუზიაზმით შეუდგნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები