LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოს პრინცესა შარლენი მძიმე ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდეგ საოცრად შეცვლილია

1169
page

გასული წლის მაისიდან მონაკოს პრინცესა შარლენი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. მას აფრიკაში ვიზიტისას უცნაური ინფექცია შეხვდა, რომელმაც უამრავი დაავადება გამოიწვია, მათ შორის სმენის მკვეთრი დაქვეითება. პრინცი ალბერის მეუღლე ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, მას რამდენიმე  ურთულესი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა, დაავადება პროგრესირებდა.

სამხრეთ აფრიკაში ყოფნის პერიოდში შარლენმა რამდენჯერმე გამოაქვეყნა ფოტო სარეაბილიტაციო ცენტრიდან, ბოლოს კი მან კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცოტა ხნის წინ შარლენი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონაკოში დაბრუნდა. ამჯერად შარლენმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთადაა გადაღებული. ფოტოებიდან ჩანს, რომ ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე პრინცესა შარლენი საოცრად შეცვლილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები