LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს [ვიდეო]

11456
თიკა ჯამბურია დააკავეს

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. „პრაიტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები აღნიშნავდნენ რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავების მომენტში ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვი, თიკა ჯამბურიას შვილი იმყოფებოდა, რომელიც ტიროდა და შეშინებული იყო.  როგორც ჯამბურია, ასევე მისი დედა ამბობდნენ, რომ პოლიციამ მათი და ბავშვის უფლებები დაარღვია. ადგილიდან ბავშვი დაკავებულ მშობელთან და ბებიასთან ერთად პატრულის მანქანით წაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=qhEe-6sQtJI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები