LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია“

177
mokle

„ევროპულმა საქართველომ” სამუშაო შეხვედრა გამართა საარჩევნო პროგრამისა და მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შესახებ. თუმცა სტრატეგიაზე უფრო მეტად პარტიის ჩაცმულობა გახდა განხილვის საგანი.

„ევროპული საქართველოს“ ფეისბუქგვერდზე ატვირთეს შეხვედრის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ შეხვედრაზე მყოფ მამაკაცთა უმეტესობა მოკლე შარვლებშია გამოწყობილი.

ფოტოებმა სოციალურ ქსელი გაახალისა.

„ევროპულ საქართველოში“ მამაკაცების ჩაცმულობაზე ყურადღება გაამახვილა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, ჩვენთვის სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია“, – ასე გამოეხმაურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას გია ვოლსკი.

 

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა გუშინ მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა და ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა.

ვის „ჩაუდეს“ და ვის უხარია „ოცნების“ მაჟორიტარობა – წარდგენის ამბები კულისებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები