LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოკლა და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა” – სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

394
BeFunky-collage (1) (1)

23 წლის პირი, რომელსაც სასტიკ მკვლელობას ედავებიან ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა უკვე დაკავებულია, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო დღეს განსაზღვრავს.

“მოკლა და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა, თუმცა ამ ეტაპზე, საერთოდ თავს დამნაშავედ არ ცნობს,” -ამბობს ადვოკატი და ასევე განმარტავს, რომ მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს.

შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარის ტყეში მამაკაცი მანქანაში დამწვარი იპოვეს. ის ტაქსის მძღოლი იყო.

ბრალდებულმა პირმა, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლი თბილისიდან ყარაჯალარში ჩაიყვანა. ჯერ მოკლა, შემდეგ გაქურდა და კვალის დაფარვის მიზნით, მანქანას მძღოლთან ერთად ცეცხლი წაუკიდა.

სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები