LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხარულები ვართ, რომ გვხვდა პატივი ახალშობილისთვის პირველი საჩუქარი სწორედ პატრიარქის ჩოხოსნებს გაგვეკეთებინა: ჩოხოსანთა საზოგადოება

230
BeFunky-collage

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ მუხრანელი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ. ქრისტინემ გუშინ თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.

ამბავს ეხმიანება საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება.

“ნათლისღების დღესასწაულზე ქვეყანას მოევლინა იოანე ბაგრატიონის პირველი შვილი ბაგრატი – საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სახელით ვულოცავთ იოანეს და ქრისტინეს ვაჟის  დაბადებას. მოხარულები ვართ,  რომ გვხვდა პატივი ახალშობილისთვის პირველი საჩუქარი სწორედ პატრიარქის ჩოხოსნებს გაგვეკეთებინა.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ამბავი ჩაჩავას კლინიკის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა:

“ჩვენს კლინიკაში პატარა უფლისწული დაიბადა!

დღეს ჩვენს კლინიკაში, ნათლისღების დღესასწაულზე, დაიბადა ბატონიშვილების, იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ვაჟი, ბაგრატ ბაგრატიონი! ბაგრატის დედიკო 9 თვის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში იყო აღრიცხვაზე, დღეს კი ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღო პროფესორმა ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაიამ! დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ!

ვულოცავთ სამეფო ოჯახს ამ დიდ ბედნიერებას!” – ნათქვამია პოსტში.

ფოტო კლინიკიდან გაავრცელა თავად  ქრისტინე ბაგრატიონ მუხრანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები