LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა ვაქცინირებული პირებისთვისაც კი დამატებით რისკებს ქმნის – აშშ

102
-118122277-hi065970895

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, პანდემიის პერიოდში ქვეყნების 80%-ში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ცენტრის ცნობით, COVID-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი მოგზაურებში განსაკუთრებით მაღალია.

„თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, სანამ მოსახლეობა სრულად არ აიცრება, რადგან საერთაშორისო მოგზაურობა ვაქცინირებულებისთვისაც კი დამატებით რისკებს ქმნის“, – წერია აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობითვე, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მოგზაურობაზე, ჯერჯერობით, აშშ-ს მხრიდან რეკომენდაცია არ გაიცემა, 34-ია. ამჟამად, ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული ახალ ზელანდიაში, ტაივანში, მაკაუში….

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები