LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა უფრო მეტ ბედნიერებას გვანიჭებს, ვიდრე ქორწინება – კვლევის შედეგები

286
MillennialstravelinggstockstudioiStockGettyImagesPlusGettyImages (1)

მნიშვნელობა არ აქვს, მძიმე ზურგჩანთას მოიკიდებთ და ავტოსტოპით დაადგებით გზას თუ ძვირადღირებულ სასტუმროს დაჯავშნით. ფაქტია, რომ მოგზაურობის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე დადებითად აისახება.

Bright Side გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, მოგზაურობა იმაზე მეტ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს, ვიდრე ქორწინება.

Booking.com -მა გამოკითხა 17 000 რესპოდენტი, რომლებმაც დაახლოებით 17 ქვეყანაში იმოგზაურეს. გამოკითხულთა 77% ამბობს, რომ მოგზაურობა ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და სიხარულის მომგვრელია.

სხვა ცხოვრებისეულ მოვლენებთან შედარებით, მოგზაურობის შემდეგ განცდილი განცდები, წლობით, თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება მათ მეხსიერებაში.

მოგზაურობა გვანიჭებს უფრო მეტ ბედნიერებას, ვიდრე სხვა ცხოვრებისეული მოვლენა

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ ამ შეფასებას ეხება. რესპოდენტების უმრავლესობა თამამად აცხადებს, რომ მათთვის მოგზაურობა იმაზე მეტად მნიშვენლოვანი და აუცილებელია, ვიდრე სხვა ცხოვრებისეული მოვლენები.

კერძოდ, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე მაგალითად, ქორწილის დღეს.

ამასთან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ საყვარელ ადამიანთან პაემანიც არ იწვევს ისეთ ემოციებს, როგორც მოგზაურობის დროს განცდილი შთაბეჭდილებები.

29% -სთვის კი, ბავშვის გაჩენაც არ გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს ,,ენდორფინებს“, როგორც სხვა ქვეყნებში მოგზაურობა.

 

კვლევის შედეგების თანახმად, ადამიანები მოგზაურობის გამო ბევრ კომპრომისზე მიდიან და მსხვერპლის გაღებაც უწევთ. როგორც გამოკითხულთა 56% აღნიშნა, უცხო ქვეყანაში წასვლის დიდი სურვილის გამო ახალი ნივთის შეძენა და სახლის რემონტიც გვერდზე გადადეს.

რესპოდენტები ამბობენ, რომ ტანსაცმლის შეძენით გამოწვეული სიხარული, აღტაცება და ბედნიერების შეგრძნება მალევე ქრება და მოგზაურობით მიღებულ ემოციებს ვერც შეედრება.

აღსანიშნავია კვლევის შედეგის კიდევ ერთი დეტალი – რესპოდენტების ცხოვრებაში მოგზაურობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულთა 80% მისი დაგეგმვის პროცესითაც კი ბედნიერია. მაგალითად, როცა ირჩევენ სასურველ ადგილს და ათვალიერებენ რუკას.

ყოველი 10 გამოკითხულიდან 6 ადამიანი ამბობს, რომ ყველაზე ემოციური მომენტია, როცა სასტუმროს მიმოხილვებს კითხულობენ და მათ მოგზაურობის დეტალებს წარმოიდგენენ.

ასე რომ, იმოგზაურე!!! ის გაცილებით მეტს მოგცემს, მეტად გაგაბედნიერებს, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური შენაძენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები