LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებს ტობავარჩხილის ტბამდე მისვლა გაუმარტივდებათ – გზის რეაბილიტაცია იგეგმება

182
e2679c5c1531077c8fbbb76b8e19c4cd

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

არსებული ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის თხოვნით, ფონდს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი – 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის – სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, 13 მლნ ლარამდეა. პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები